ყველაზე ხელმისაწვდომი ბრენდის რებრენდინგი
„ნავნე“ 2011 წლის 30 აპრილს დაარსდა და ამ დღიდან, იმპორტირებული პროდუქციის რეალიზაციას ახორციელებს მთელს საქართველოში. თავის დროზე, მინიმალური ადამიანური რესურსით შექმნილ კომპანიას დღეს 350-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავს და ქვეყნის მასშტაბით, 22 მაღაზიას აერთიანებს. გაფართოვდა მისი პროდუქციის კატეგორიებიც და ახლა „ნავნეში“ საოჯახო ქიმია, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, აქსესუარები და ჭურჭელიც კი იყიდება. მასშტაბების ზრდას რებრენდინგი და მასთან ერთად, მთელი რიგი ცვლილებები მოჰყვა. ამ სიახლეებზე კომპანიის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, თეა გოროზიას ვესაუბრეთ.
განთავსებულია: 11 Dec 2025